ახალგაზრდული შეხვედრა

თემა-ერთგულება-გასაჭირში-იობის-ჭიდილი

ახალგაზრდული განყოფილება - მაია კისიევი
ახალგაზრდული შეხვედრა

შეხვედრა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიული მსჯელობით — დისკუსიასთან ერთად, ცოცხალმა დიალოგმა და გულწრფელმა მოსაზრებებმა შექმნა გარემო, სადაც ახალგაზრდებს შეეძლოთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

განხილვების პარალელურად ყველაზე ძვირფასი მაინც ის ცოცხალი კავშირი იყო, რომელიც ახალგაზრდებს შორის დამყარდა — ყოველდღიური საქმეებისგან მოწყვეტა, ერთმანეთის მოკითხვა, გაცინება, აზრების გაზიარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავს მარტო არავინ გრძნობს. 

სწორედ ასეთი ცოცხალი ურთიერთობები, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად შეკრება ეხმიანება OneVoice 27 ადვენტისტური პროექტის სულისკვეთება - ადამიანებს აერთიანებს რწმენაში, ურთიერთობაში და თანადგომაში. ეს შეხვედრაც სწორედ ამ ერთიანობის ნაწილი იყო — ადგილი, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდნენ, და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გამოწვევების წინაშე ერთად დგომა და ერთგულება ყველაზე დიდი ძალაა.

ახალგაზრდული განყოფილება - მაია კისიევი