მკის დღესასწაული ლოტკინის მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიაში.

საქართველოს ველის საინფორმაციო განყოფილება მაია კისიევი
მკის დღესასწაული ლოტკინის მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიაში.

7 ნოემბერს, თბილისში, ლოტკინის მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიაში განსაკუთრებული სულიერი სითბოთი და სიხარულით აღინიშნა მკის დღესასწაული — მადლიერებისა და ღვთის კურთხევების გახსენების დღეა.

სადღესასწაულო მსახურებისთვის შემოდგომის უხვი მოსავლით, ხილითა და ყვავილებით მორთული.ვიზუალური სილამაზე კიდევ ერთხელ შეახსენებდა თითოეულ დამსწრეს შემოქმედის უსაზღვრო მზრუნველობასა და იმ წყალობას, რომელსაც ადამიანები მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

პროგრამა მრავალფეროვანი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა:

მადლიერების საგალობლებმა, ლექსებმა, ვიქტორინამ - განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შექმნა.

სულიერი გზავნილი: მსახურებისას ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ მიწიერ მოსავალზე, არამედ სულიერ ნაყოფზეც — სიყვარულზე, მოთმინებასა და მოყვასისადმი თანადგომაზე. ხაზი გაესვა იმას, რომ ჭეშმარიტი მადლიერება სხვებისთვის სიკეთის გაზიარებაში ვლინდება.

მკის დღესასწაული ლოტკინის ეკლესიისთვის მხოლოდ შიდა საეკლესიო ზეიმი არ ყოფილა. OneVoice 27-ის ხედვის შესაბამისად, ეს დღე იქცა შესაძლებლობად, რომ ეკლესიის კარი ღია ყოფილიყო სტუმრებისთვის და მეგობრებისთვის.

სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ, შეკრებილებმა ერთმანეთს გაუზიარეს სადღესასწაულო ტრაპეზი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სიყვარული და ერთობის განცდა.

7 ნოემბერს გამართულმა მკის დღესასწაულმა ლოტკინის ეკლესიაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც ადამიანები მადლიერებითა და საერთო მიზნით ერთიანდებიან, მათი ხმა ნამდვილად იქცევა სინათლისა და იმედის წყაროდ გარშემომყოფთათვის.

საქართველოს ველის საინფორმაციო განყოფილება მაია კისიევი

Похожие новости