რესურსები ინტერნეტში

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში



ავტორი: გიორგი ჭეიშვილი © სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, 2014


მე-7 დღის ადვენტისტები

ადვენტიზმი (ლათ. Adventus - მოსვლა) განეკუთვნება ქრისტიანობის ერთ-ერთ პროტესტანტულ მიმდინარეობას. სახელწოდება გამოხატავს მის საღვთისმეტყველო სპეციფიკას - ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.

დღეს მეშვიდე დღის ადვენტისტები წარმოადგენენ დინამიკურად მზარდ მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიას, რომელსაც 208 ქვეყანაში ჰყავს წევრები და, რომელიც 735 ენაზე ქადაგებს. მეშვიდე დღის ადვენტისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღემატება მოზარდების ჩათვლით. (2006 წ. 30 ივნისის მონაცემი). გაგრძელება>

 


ქრისტიანული არხის მცირე დოკუმენტური ფილმი ადვენტისტების შესახებ




საუბარი რელიგიაზე: მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია


ღვთისმსახურები ბორის ჭარაია და გრიგოლ წამალაშვილი, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის სწავლების შესახებ მოგვითხრობენ. ქრისტიანი ადვენტისტები უკვე 110 წელია საქართველოში მსახურებენ და როგორც ყველა რელიგიური ჯგუფი, ისინიც ემსხვერპლნენ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიებს. ეკლესიის სახელი მეორედ მოსვლის მოლოდინზე მიანიშნებს და ჩვენ სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ქრისტიანული რწმენის ამ ნაწილსაც შევეხებით.




მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის სოციალური მსახურება საქართველოში

დავით თინიკაშვილი

ეკლესია საკუთარ დასახელებაშივე მიუთითებს ორ ბიბლიურ მოვლენაზე, რომლებიც იმავდროულად ამ ქრისტიანული მიმდინარეობის სხვა ეკლესიებისგან განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს უსვამს ხაზს: „მეშვიდე დღე"  შაბათის წმინდა, უქმე დღედ აღიარებას (იხ. დაბ. 2:3) გულისხმობს. ლათინური სიტყვა „ადვენტუს" კი ნიშნავს „მოსვლას" (იგულისხმება ქრისტეს მეორედ მოსვლა). როგორც ამ ეკლესიის სახელწოდებიდანვე იგრძნობა, ის უფრო მეტად... გაგრძელება>



მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის 110-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში

მსოფლიოს 207 ქვეყნის 30 მილიონ ადამიანს აერთიანებს, ქადაგებს და გამოსცემს ლიტერატურას 892 ენაზე, მისი  ხელმძღავნელობის ქვეშაა 7422 საგანმანათლებლო და 731 სამკურნალო დაწესებულება, ეს „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიაა”,  ერთ-ერთი მსხვილი პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელიც... გაგრძელება>