მსოფლიო კვალმაძიებელთა დღე თბილისში, ისნის ეკლესიაში

თემა: „ილაპარაკე, უფალო“

ისნის ეკლესიის საინფორმაციო განყოფილება არაიკ კარაპეტიანი
მსოფლიო კვალმაძიებელთა დღე თბილისში, ისნის ეკლესიაში

ხშირად წარმატებას რიცხვებით ვზომავთ, მაგრამ ამ დღემ კიდევ ერთხელ გვანახვა, რომ სულიერ საქმეში ერთი გულწრფელი და მონდომებული ადამიანიც კი უდიდესი იმედისა და სიხარულის წყაროა.

ისნის კვალმაძიებელთა კლუბში დღესდღეობით მხოლოდ ერთი ბავშვია, მაგრამ მისი შრომა, მონდომება და სულიერი ზრდა მთელი ეკლესიისთვის შთაგონებად იქცა. მან წარმატებით ჩააბარა: ბიბლიური მუხლების მარგალიტები — ზეპირად და გულისხმიერებით ნასწავლი სიტყვები, რომლებიც ცხოვრების გზაზე მყარ საყრდენად იქცევა;

ასევე, სხვადასხვა სპეციალიზაციები — პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რომელიც კვალმაძიებელს სამყაროს უკეთ შეცნობასა და სხვების დახმარებაში ეხმარება.

„ერთისთვისაც  კი ყველა ბედნიერი და მადლიერი ვიყავით „ — იმედია, რომ უფალი კიდევ ბევრ მოზარდსა და ახალგაზრდას შემატებს.“

მსახურების განმავლობაში განსაკუთრებით იგრძნობოდა ერთობა, ლოცვა და მადლიერება. თითოეული იქ მყოფისთვის ნათელი იყო, რომ კლუბის არსებობა — თუნდაც ერთი წევრით — ნიშნავს, რომ ეკლესიის კარი ღიაა და მომავალი თაობისთვის სივრცე მზად არის.

„ილაპარაკე, უფალო“ — გვახსენებს, რომ ღმერთი ყოველთვის მზადაა გვესაუბროს და გვიხელმძღვანელოს. ისნის ეკლესიის კვალმაძიებელთა კლუბს კი წინ დიდი იმედი აქვს: რწმენითა და ლოცვით, ღმერთი აუცილებლად შემატებს ახალ სახეებს, ახალ მეგობრებსა და ახალ ისტორიებს, რომლებიც სიყვარულითა და ერთგულებით დაიწერება.

ისნის ეკლესიის საინფორმაციო განყოფილება არაიკ კარაპეტიანი