ინტერვიუ
  • Subscribe to RSS

Return to Blog

ნინა ჭინჭარაშვილი



ნინა ჭინჭარაშვილმა დაამთავრა კონსერვატორია საგუნდო დირიჟორის სპეციალობით, მუსიკოსი, ლოტკინის ადვენტისტური ეკლესიის საშაბათო სკოლისა და მუსიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

ნინა, მოგვიყევით ცოტა საკუთარ თავზე, თქვენს ოჯახზე? სად ცხოვრობ და რას მოღვაწეობ?

ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ თბილისში, ჩემს შვილ გიორგისთან და რძალ ფიქრიასთან ერთად. სამწუხაროდ ისინი შორს არიან ეკლესიისგან. ჩემი მეორე შვილი დავითი და მისი მეუღლე ალიონაც თბილისში ცხოვრობენ. ისინი ადვენტისტური ეკლესიის წევრები არიან. მათ ჰყავთ მშვენიერი ქალიშვილი მია, სამი წლის. მე ვმსახურობ ლოტკინის ადვენტისტურ ეკლესიაში, ბავშვები კი ნაძალადევის ადვენტისტურ ეკლესიაში.

ნინა, ცხოვრების რომელ მომენტში შეხვდი მეშვიდე დღის ადვენტისტებს? რა ან ვინ მოახდინა გავლენა შენს გადაწყვეტილებაზე  ღმერთის შესახებ?

სანამ მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტებს შევხვდებოდი, თავს ათეისტად ვთვლიდი, თუმცა ბავშვობიდან მშობლები ხანდახან ტრადიციულ ეკლესიაში დაგვატარებდნენ, სადაც სანთლებს ვანთებდით, მაგრამ მე ურწმუნოდ ვიზრდებოდი. თუმცა, როცა განათლება მივიღე - კონსერვატორია დავამთავრე, გავთხოვდი, უკვე სკოლამდელი ასაკის ორი შვილიც მყავდა, მაგრამ რაღაც უკმაყოფილებას ვგრძნობდი. მეჩვენებოდა, რომ არსად იყო სწრაფვა, მაგრამ რაღაც მაკლდა და არ მესმოდა, კონკრეტულად რა. საინტერესოა, რომ იმ დროს მე, ათეისტმა, შვილებს ვუყიდე სურათებიანი  წიგნი იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ.

ბავშვობიდან ვოცნებობდი მუსიკაზე, მაგრამ მუსიკალურ სკოლაში მხოლოდ მეხუთე კლასში მივედი. მანამდე ინსტრუმენტი არ მქონდა. საერთოდ, დედაჩემს უნდოდა, სამედიცინოზე მესწავლა. მისი დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე და დავამთავრე სამედიცინო ფაკულტეტი, მაგრამ მერე, როცა მუსიკის მასწავლებელს დოდო ნამორაძეს შევხვდი და ჩემი ოცნება გავუმხილე, იგი დამეხმარა და მომამზადა მუსიკაში გამოცდებისთვის. დოდომ გულთან ახლოს მიიტანა ჩემი მუსიკოსობის სურვილი და ყოველთვის მეხმარებოდა, როცა მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი კონსერვატორიაშიც მოვხვდი. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებდით კონტაქტს ერთმანეთთან, ხანდახან ვურეკავდით ერთმანეთს და ოჯახის ახლობლებიც გავხდით. ჩემი მშობლებიც იცნობდნენ ნამორაძეების ოჯახს - ქალაქში ცნობილ მუსიკოსებს - სერგოს და დოდოს. ერთი პერიოდი ცოტა ხნით ერთმანეთი დავკარგეთ. ერთხელ სერგომ დამირეკა და მითხრა, რომ ღმერთი ირწმუნეს, მოინათლნენ და ქრისტიანულ ეკლესიაში დაიწყეს სიარული. ტელეფონზე ისე საინტერესოდ მელაპარაკა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტკბილეული მაჩვენეს, მითხრეს, რა გემრიელი და ტკბილი იყო და ისევ ჯიბეში დამალეს.


გიორგი, ფიქრია, ალიონა და ნინა ჭინჭარაშვილი

გარკვეული პერიოდის შემდეგ დოდო მოვიდა ჩემთან, რათა მოეყოლა თავისი რწმენის შესახებ და დავეპატიჟე ეკლესიაში. იგი დიდხანს მარწმუნებდა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს არ მჭირდებოდა. მართალია არ მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ მისი ეკლესია არატრადიციული იყო და რაღაცნაირი შიში მქონდა. მიუხედავად ამისა მაინც წავედი. პირველმა ვიზიტმა ყველა შიში გაფანტა და მას შემდეგ მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესია ჩემს ოჯახად მიმაჩნია.

დოდო ნამორაძემ არა მარტო მიმიწვია ეკლესიაში, არამედ მან მაშინვე ჩამრთო მუსიკალურ მსახურებაში. მე გუნდთან ერთად ვმუშაობდი, იგი კი აკომპანიას მიწევდა. მახსოვს, როცა სიმღერას ვუსმენდი, ამ სიმღერამ გამიტაცა. ეს არ იყო ისეთი სიმღერები, რომლებსაც ადრე მიჩვეული ვიყავი. და მეც გამიჩნდა სიმღერის სურვილი.

რა იყო გადამწყვეტი ეკლესიაში უფლის მსახურებაში მონაწილეობის მიღებაში?

მე მოვინათლე 1995 წელს, ორთვიანი მსახურების შემდეგ და ძალიან სწრაფად შევუერთდი ეკლესიის ცხოვრებას.

იყო სასაცილო მომენტიც. ნათლობის წინ ეკლესიის კრებაზე დამისვეს კითხვები მეათედსა და შემოწირულობის საკითხებზე. მათ შორის იყო კითხვა: „დაუჭერთ თუ არა მხარს ეკლესიას მეათედითა და შემოწირულობით? მე ვუპასუხე: „დიახ, უკვე ორი თვეა, რაც შესაწირავ კალათაში ვდებ მეათედს“. სერგო ეკლესიის ხაზინადარი იყო და სხვა გვარით მიცნობდა, მეათედს კი ქმრის გვარს ვაწერდი . და უცებ წამოიძახა: «მეც არა ვთქვი, ვინ არის ეს ჭინჭარაშვილი, რომელიც მეათედს დებს?!»

ვერც ვიტყვი, რა იყო გადამწყვეტი მომენტი ყოველ ეტაპზე, როცა ამა თუ იმ მსახურებაში ჩავერთე. ალბათ ის, რომ როცა ხედავ, ეს აუცილებელია და შენ შეგიძლია ამის გაკეთება და ნდობას იჩენენ შენს მიმართ, მაშინ გიჩნდება სურვილი.


ნინა ჭინჭარაშვილის მამა და მისი შვილთაშვილი მია

რა მსახურებას ეწევით ადგილობრივ ეკლესიაში?

ახლა ამირჩიეს საშაბათო სკოლისა და პირადი მსახურების ხელმძღვანელად. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, რადგან. უკვე საპენსიო ასაკი მაქვს, აღარ ვარ ისეთი შემართებით, როგორც ადრე, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, ის მოგცემს ძალას და გვეტყვის, რა და როგორ გავაკეთოთ. მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი საშაბათო სკოლის მასწავლებელი, ვასწავლიდი ბიბლიურ გაკვეთილებს საბავშვო ჯგუფში. და პარალელურად ყოველთვის ვმონაწილეობდი მუსიკალურ მსახურებაში. ახლა მუსიკალური მსახურების ხელმძღვანელი ჩვენი პასტორის ქალიშვილია, ლიზი წამალაშვილი. მე მას ვეხმარები.

— ვინ მოახდინა გავლენა თქვენს სულიერ განვითარებაზე?

არა ერთმა ადამიანმა მოახდინა გავლენა ჩემს სულიერ ჩამოყალიბებაზე. ეს იყო დოდო და პაველ ლაგუტოვი, ჩემი პირველი მოძღვარი, პეტრე ლაგუტოვი, მისი ვაჟი, სერგო (დოდოს მეუღლე) და არტურ შატვეროვი. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ მიყვარს სწავლა და მზად ვარ ვისწავლო ნებისმიერი ადამიანისგან, განურჩევლად ასაკისა და თანამდებობისა, რადგან ღმერთს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ადამიანი სხვის სასარგებლოდ. კონფლიქტიც ბევრს ასწავლის ადამიანს. მათი მეშვეობით ღმერთი ავლენს ხასიათის ნაკლოვანებებს და ეს ასევე ხელს უწყობს სულიერ ზრდას.

რა პროფესიები და უნარები გაქვთ? რომელია თქვენი საყვარელი საქმიანობა?

მე დავამთავრე კონსერვატორია საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის განხრით.

ახლა ფსიქოლოგია მაინტერესებს. ორშაბათობით ვმონაწილეობ ზუმის სემინარებში, რომელსაც ატარებს ლუდმილა ვერლანი. მე მჯერა, რომ ცოდნა ქრისტიანული ფსიქოლოგიის სფეროში აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, რათა დავამყაროთ ურთიერთობა როგორც ბავშვებთან, ასევე უფროსებთან. ბიბლიური ფსიქოლოგია ბევრს მეხმარება ცხოვრებაში. ახლა კონკრეტულად ვსწავლობთ ბავშვობთან დაკავშირებულ პრობლემების შესახებ და ეს მეხმარება უკეთ გავუგო ჩემს სამი წლის შვილიშვილ მიას.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩემი კიდევ ერთი ჰობია ინგლისური ენის სწავლა. Участие в Выставке здоровья в г. Рустави

ნინა, გაგვიზიარე თქვენი გამოცდილება, განსაკუთრებით როდის იგრძენიღმერთიხლო ყოფნა?

ჩემი ქმარი თენგიზი თავიდან გამომყვა ეკლესიაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება აინტერესებდა. რა თქმა უნდა, მოეწონა მეგობრული ხალხის გარემო. როგორც ნამდვილი კავკასიელი მამაკაცი, ძალიან ეჭვიანი იყო და აინტერესებდა რა გარემოში ვტრიალებდი. როცა დარწმუნდა, რომ ეკლესიაში მსახურება კიდევ უფრო უკეთეს ცოლად მაქცევდა, მერე აღარ გამომყვა. და ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ მიყვარს, მაგრამ არ გადავუხვევდი ჩემს პრინციპებს და როცა მტკიცედ ვთქვი, რომ ღმერთს არ მივატოვებდი, მან თავი დამცირებულად არ იგრძნო.

მახსოვს, ერთხელ როგორ ვღელავდი და ვმარხულობდი იმის გამო, რომ ეკლესიაში სასწავლებლად მიმიწვიეს ჰომილეტიკის კურსზე, მაგრამ ჩემი ქმარი წინააღმდეგი იყო. ძალიან მინდოდა გაკვეთილებზე სიარული და არ ვიცოდი, როგორ დამერწმუნებინა, რომ ნება დაერთო. ასე რომ, მარხვის შემდეგ, გადავწყვიტე თბილად საუბარი. ვცდილობდი ამეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ეს ჩემთვის და, ამავე დროს, აღვნიშნე, რომ მე მესმის მისი და ვეთანხმები მის ზოგიერთ არგუმენტს. წარმოიდგინეთ, დათანხმდა გაშვებაზე. მეცადინეობა გვიანობამდე ტარდებოდა და მეტროშიც მხვდებოდა ხოლმე. ეს გამოცდილება მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მივხვდი, რომ ღმერთმა უპირველეს ყოვლისა მომამზადა, მომცა იმის გაგება, როგორ და რა მეთქვა. მე მივხვდი, როგორ შეუძლია ღვთის სულს მოქმედება როგორც ჩემზე, ასევე ჩემი მეშვეობით სხვებზე.

გვიამბეთ, როგორ უწყობს ხელს თქვენი პროფესია ქრისტეს ქადაგებას?

ყოველთვის, როცა ეკლესიაში სიმღერას ვუსმენ, გულზე მხვდება, რადგან მუსიკასთან შერწყმული სულიერი სიტყვა ძლიერ გავლენას ახდენს გულსა და აზრებზე, აღვივებს ღმერთთან დაახლოების სურვილს. მახსოვს, ერთხელ ჩემმა ნათესავმა მითხრა, რომ სასულიერო მუსიკის საღამოზე ესწრებოდა, რომელიც ერთ-ერთმა ეკლესიამ მოაწყო. მას შემდეგ სულ ვფიქრობ, რამდენად კარგი იქნებოდა ხალხის ევანგელიზაცია მუსიკალური მსახურების საშუალებით - მაგალითად, კარგი იქნებოდა ჩვენს ეკლესიაში ასეთი საღამოს მოწყობა, მაგრამ ამას სერიოზული მომზადება სჭირდება. მომავალში ვგეგმავთ მოხუცთა თავშესაფარში მუსიკალური ზეიმის მოწყობას. იმედი მაქვს, ღმერთი გვაკურთხებს და შევძლებთ მოხუცებულთა სახლში მსახურებას და გახარებას. იყო შემთხვევა, როცა ერთ ბებიასთან ვმუშაობდი და როცა გაიგო, რომ ეკლესიაში ვმღერი, მთხოვა, მემღერა. ერთხელაც მივედი მასთან გიტარით და ვიმღერე რამდენიმე ფსალმუნი. იგი ძალიან ყურადღებით უსმენდა, აღფრთოვანებული და მადლიერი იყო.


მუსიკალური ჯგუფი საბანაკო შეხვედრაზე, სომხეთი

ნინა, რომელია თქვენი საყვარელი ბიბლიური მუხლი და რატომ?

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბიბლიური ტექსტია: „...ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ“. (რომ. 8:28). ეს ტექსტი მეხმარება ცხოვრების ყველა განსაცდელის მიღებაში.

და კიდევ ეს ბიბლიური მუხლი: «არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუქყეთ თქვენი სურვილი ღმერთს. და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში » (ფილ. 4: 6, 7). ამ მუხლებში მომწონს, რომ ნებისმიერი სურვილი შეიძლება აღუთქვა ღმერთს, თუნდაც ცუდი. ის არ ბრაზდება, არ გმობს, არამედ განწმენდს, რის შედეგადაც ღვთის მშვიდობა ისადგურებს გულში. და ეს ძვირფასია!

და ერთიც: «… შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით». (ფილ. 2:12, 13). ვისურვებდი, რომ მქონდეს ღმერთის სურვილები და ქმედებები. ამისთვის კი აუცილებელია მოწიწებით და მტკიცედ ჩავეჭიდო ღმერთს, რათა არ დავკარგო იგი ამ ცდუნებებით სავსე ცხოვრებაში.

ინტერვიუ აიღო ელენა კოტოვამ
ჟურნალი „ადვენტისტური მაცნე“, პასუხისმგებელი რედაქტორი

Pingbacks

0 Comments

Add Comment
 

Add your comment

To add a comment you need to login or register.